ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ევროსაბჭოს წინ აქცია გამართა

26 სექტემბერი 2016

დღეს, 26 სექტემბერს  სტრასბურგში,  ევროპის საბჭოს წინ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა   საქართველოს ხელისუფლების მიერ, ევროპის  ადამიანის უფელბათა სასამართლოში ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტა.

 

ზაზა ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ ევა გოცირიძეს არ გააჩნია მაღალი მორალური და ზნეობრივი კრიტერიუმები, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეს უნდა ახასიათებდეს. 2016 წლის 30 სექტემბერს  მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატთან დანიშნულია გასაუბრება. 2016 წლის 10 ოქტომბერს ევროპის საბჭოს ასამბლეა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში  საქართველოდან ერთ-ერთ წევრს აირჩევს.

 

ზაზა ხატიაშვილი ევროპის საბჭოში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.  მან უკვე მიმართა ევროპის საბჭოს ასამბლეას, არ დაუშვან ევა გოცირიძის კანდიდატურის  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დამტკიცება.  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სტრასბურგში ევროპის საბჭოს მიწვევით იმყოფება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი